საჯარო სკოლის მშენებლობა
განათლების სამინისტრო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ძველ ოზაანში, საჯარო სკოლას აშენებს. სკოლა 120 მოსწავლეზეა გათვლილი. სასწავლო სივრცეებთან ერთად, იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ექიმის კაბინეტი და ბიბლიოთეკა.