ევროკავშირის ანგარიში
ევროკავშირის შეფასებით, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს. ევროკავშირი ამბობს, რომ მათი აღსრულება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს. ეს მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ , 2022 წლის ყოველწლიურ ანგარიშში წერია. საქართველოს წინსვლაა აქვს საარჩევნო სისტემის, საჯარო მმართველობის რეფორმების, გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით. დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ შემდგომი ძალისხმევა საჭიროა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად.