საქართველოს პრემიერის ვიზიტი ყაზახეთში
საქართველოს პრემიერი ყაზახეთშია. შუა დერეფნის განვითარება იყო ირაკლი ღარიბაშვილის ყაზახ კოლეგასთან დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა. ეს საკითხი მთავრობის მეთაურმა ჩინეთში ვიზიტისასაც განიხილა. ირაკლი ღარიბაშვილი ალმატიში სწორედ პეკინიდან ჩავიდა, დახვედრის ცერემონია საერთაშორისო აერპორტში შედგა.
