მოსკოვის მორიგ ბირთვულ მუქარას თეთრი სახლი გამოეხმაურა
რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის შემთხვევაში, რუსეთმა შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს, შეერთებული შტატები უგუნურსა და უპასუხისმგებლოს უწოდებს. ცნობას, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრზე დაყრდნობით, სი-ენ-ენი ავრცელებს და წერს, რომ უკრაინაში და არა მარტო უკრაინაში, ბირთვული იარაღის გამოყენება მთელი მსოფლიოსათვის კატასტროფული იქნება.
