შეტევა მოსკოვზე
მოსკოვი ბოლო ორი დღის განმავლობაში დრონებით თავდასხმის სამიზნეა - აცხადებს ქალაქის მერი სერგეი სობიანინი. მისი თქმით, ამჯერად, უპილოტო საფრენი აპარატით მიტანილი იერიშის შედეგად, რუსეთის დედაქალაქში მდებარე ცათამბჯენი დაზიანდა. სობიანინის განცხადებით, წუხელ მოსკოვის მასშტაბით, რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავდასხმებზე პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებს. ოფიციალურ კიევს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
