"უსაფრთხოების სკოლის" მეოთხე სეზონი დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის, „უსაფრთხოების სკოლის“ მეოთხე სეზონი დაიწყო. ზაფხულის სკოლისთვის თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო და კერძო სასწავლებლებიდან 22 სტუდენტი შეირჩა. პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, 2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა ეროვნული თუ საერთაშორისო საფრთხისა და გამოწვევის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ უსაფრთხოების სფეროს პირველი პირებისა და სფეროს წამყვანი ექსპერტებისგან მიიღონ, ასევე შეისწავლიან საფრთხის შემცველ სიტუაციებში სწრაფად ორიენტირებას, თავის დაცვას და გაივლიან ფიზიკური მომზადების კურსს.
