გივი თარგამაძემ სოციალურ ქსელში ყალბი ამბების გავრცელება დაიწყო
მუქარის გარდა, გივი თარგამაძემ სოციალურ ქსელში ყალბი ამბების გავრცელებაც დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ფოტოს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ თითქოს ირაკლი კობახიძემ ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას თქვა: ციტატა: „თუ რუსების გაყრა გინდათ, ჯერ ჩვენით დაწყება მოგიწევთ“. რეალურად კი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მსგავსი კომენტარი არ გაუკეთებია. ამავე პოსტში თარგამაძე კობახიძეს ემუქრება. აქვე გეტყვით, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სოციალურ ქსელში მიზანმიმართულად ვრცლდება ყალბი ამბები - მაგალითად, რამდენიმე დღის წინ დავით ქაცარავა მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებდა კომენტარის გამო, რომელიც მდინარაძეს ბათუმის პორტში შემოსულ ლაინერთან დაკავშირებით საერთოდ არ გაუკეთებია.
