საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა
ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება ოპოზიციისთვის მისაღებია, თუმცა კითხვები აქვთ სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით. მათივე განმარტებით, ხელმოწერილი დოკუმენტები ჩინეთისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე საქართველოსთვის. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა პრემიერის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა.
