ბათუმის პორტში განვითარებული მოვლენები - ირაკლი კობახიძის განცხადება
ბათუმის პორტში განვითარებული მოვლენები პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემაა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბათუმში გამართული აქცია იყო პროვოკაციული და გარე ძალების მიერ მართული. მისივე თქმით, ამ ძალების მიზანია ქვეყანაში არეულობის შემოტანა და საქართველოსთვის პოლიტიკური რისკის შექმნა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის კანონი ოკუპაციის შესახებ და ამ კანონის დაცვა.
