„უსაფრთხოების სკოლის“ მეოთხე სეზონი დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის პროექტი „უსაფრთხოების სკოლის“ მეოთხე სეზონი დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო და კერძო სასწავლებლებიდან 22 სტუდენტი შეირჩა. პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, 2 კვირის განმავლობაში ეროვნული თუ საერთაშორისო საფრთხეებისა და სხვადასხვა გამოწვევის შესახებ ინფორმაცია, უშუალოდ უსაფრთხოების სფეროს პირველი პირებისგან და სფეროს წამყვანი ექსპერტებისგან მიიღონ. ასევე, შეისწავლიან საფრთხის შემცველ სიტუაციებში სწრაფად ორიენტირებას, თავის დაცვას და გაივლიან ფიზიკური მომზადების კურსს.
