საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა
ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება ოპოზიციისთვის მისაღებია, თუმცა კითხვები აქვთ სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით. მათივე განმარტებით, ხელმოწერილი დოკუმენტები ჩინეთისთვის უფრო მომგებიანია, ვიდერე საქართველოსთისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე სვამენ კითხავს საქართველო ჩინეთს ევროკავშირთან დაშორების ხარჯზე ხომ არ უახლოვდება? ოპოზიციის ეჭვებს უსაფუძვლოს უწოდებს მმართველი გუნდი, სადაც მიაჩნიათ, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა პრემიერის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები ოპონენტების საპასუხოდ განმარტავენ იმასაც, რომ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ჩინეთთან მჭიდრო კავშირი სურს ეს მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანს უკვე აქვს სტრატეგიული თანამშრომლობა გაფორმებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.
