დეზინფორმაციული კამპანია
მუქარის გარდა გივი თარგამაძემ სოციალურ ქსელში ყალბი ამბების გავრცელებაც დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ფოტოს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ თითქოს ირაკლი კობახიძემ ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას, თქვა: „თუ რუსების გაყრა გინდათ ჯერ ჩვენით დაწყება მოგიწევთ“. რეალურად, კი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მსგავსი კომენტარი არ გაუკეთებია. ამავე პოსტში თარგამაძე კობახიძეს ემუქრება. ეს პირველი შემთხვევა, არ არის, როდესაც სოციალურ ქსელში მიზანმიმართულად ყალბი ამბები ვრცლდება. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ დავით ქაცარავა მამუკა მდინარაძეს იმ კომენტარის გამო აკრიტიკებდა, რომლეიც მას ბათუმის პორტში შემოსულ ლაინერთან დაკავშირებით საერთოდ არ გაუკეთებია.
