მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას განგრძობს. ქართველი კალათბურთელები კაუნასში იმყოფებიან, სადაც დღეს ლიეტუცის ნაკრებთან საკონტროლო შეხვედრას გამართავენ. მსოფლიო ჩემპიონატი 26 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში გაიმართება. ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან კაპოვერდეს, ვენესუელისა და სლოვენიის გუნდები იქნებიან. ლიეტუვასთან საკონტროლო შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
