მსჯავრდებულ ქალთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა
მსჯავრდებულ ქალთა ხელნაკეთი ნივთები ქალაქ რუსთავის ღია საგამოფენო სივრცეში გამოიფინა. წარმოდგენილი იყო მსჯავრდებულ ქალთა 200-ზე მეტი ნამუშევარი: ნახატები, თიხისგან და თექისგან დამზადებული სხვადასხვა აქსესუარი, ნაქარგები, სამკაულები, ჩანთები. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერითა და ქალაქ რუსთავის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.
