რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილება გაიზარდა
დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილება იზრდება. რამდენიმეთვიანი ხმაურიანი საპარლამენტო განხილვების შემდეგ მიღებულია დოკუმენტის კომპრომისული ვერსია, რომელიც სააგენტოს, მონიტორინგის ფარგლებში, სწრაფი მოქმედების საშუალებას აძლევს. მინისტრი განმარტავს, რომ პაციენტთა უსაფრთხოებისა და ეფექტიანი მუშაობისთვის უწყებას ცვლილებები ესაჭიროებოდა. ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აჟიოტაჟი არარელევანტური იყო.
