ლევან ხაბეიშილს ზუგდიდის ფრაქციის თავმჯდომარე დაუპირისპირდა
ანაკლიაში, ხაბეიშვილ-ვაშაძის მხარდამჭერებთან შეხვედრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ფრაქციის თავმჯდომარე მაია კალანდია ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდა. მაია კალანდიამ, რომელიც ნიკა მელიას ფრთის წარმომადგენელია, სცენაზე ასვლა და სიტყვით გამოსვლა მოითხოვა, თუმცა ხაბეიშვილის დაცვის წევრებმა ამის უფლება მას არ მისცეს, რაც კალანდიამ გააპროტესტა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი შინაარსით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება.
