დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტი
პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა. დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ტურისტული სააგენტოს გამოყენებით, საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველ მოქალაქეებს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, სამოგზაურო ტურების ორგანიზებას სთავაზობდა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
