საკრუიზო გემის შემოსვლა - ვითარება ბათუმის ნავსადგურში
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე, ცხრა მოქალაქე დააკავეს. უწყების განცხადებაში წერია, რომ სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ კანონიერ მოთხოვნას. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ბათუმის ნავსადგურში ამ დროისთვის სიმშვიდეა. თუმცა, ხმაური და დაპირისპორება რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა მაშინ როდესაც რუსეთის მოქალაქეების ნაწილმა საკრუიზო გემიდან გამოსვლა დაიწყეს. აქციის მონაწილეებმა ავტობუსებს კვერცხები და ბოთლები დაუშინეს. იყო დაპირისპირება სამართალდამცველებთანაც. დაკავებულია 23 პირი. სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერს მოქალაქეები, ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციით დახვდნენ.
