ქართულ-ჩინური ბიზნესფორუმი - პრემიერის მიმართვა
საქართველო ჩინეთის ბიზნესფორუმზე, ჩინელ და ქართველ ბიზნესმენებს სიტყვით, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა. საქართველოს პრემიერის განცხადებით, საქართველო სტრატეგიულად განლაგებულია მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე, წარმოადგენს როგორც აბრეშუმის გზის განუყოფელ ნაწილს, ასევე დამაკავშირებელ ხიდს ევროპასა და აზიას შორის. მისივე თქმით, ჩვენი ქვეყანა მხარს უჭერს ჩინეთის პრეზიდენტის გლობალურ ინიციატივებს, როგორიცაა გლობალური განვითარების ინიციატივა, გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა და გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა. „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები წარმატებულ ისტორიად იქცევა კავშირების გაღრმავებით და ჩვენი საერთო მიზნების რეალიზებით“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
