საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა
„საქართველოსთვის ჩინეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, დღეს ის მესამე ადგილს იკავებს, თუმცა ყველა პოტენციალი არსებობს, რომ იყოს ერთ-ერთი პირველი სავაჭრო პარტნიორი“,- ამ განცხადებას ჩინეთში მყოფი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აკეთებს. მინისტრის თქმით, საქართველოსა და ჩინეთის მთავრობების ერთობლივი კომუნიკე, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორი ქვეყნის ურთერთობაში და მოიცავს არაერთ ასპექტს, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ, სოციალურ-კულტურულ და საგანმანათლებლო განზომილებს. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით კი, პოლიტიკური ურთიერთობები სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი ფაზაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაში ახალ იმპულსს შემოიტანს.
