"ნაციონალური მოძრაობის" აქცია
აქცია ბათუმის ნავსადგურში გვიან ღამით დაიწყო. შეკრებილებმა სამართალდამცველების მობილიზება და მიღებული უსაფრთხოების ზომები გააპროტესტეს. იყო სიტყვიერ დაპირისპირება, აქციის მონაწილეები ცდილობდნენ ნავსადგურის ტერიტორიაზე შესვლას. აქციაზე ასევე გაშალეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერი. აქტიური იყო ლევან ხაბეიშვილი, რომელიც სამართალდაცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
