პრემიერის შეხვედრა ჩინელ კოლეგასთან
პრემიერ-მინისტრი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერს შეხვდა. მთავარი განსახილველი საკითხები იყო სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით არსებული თანამშრომლობა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთი საქართველოსთვის საიმედო სავაჭრო პარტნიორია და საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის, მე-3 ადგილზეა. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე და „შუა დერეფნის" განვითარების მნიშვნელობაზე.
