უკრაინა მომავალ კვირაში შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით უკრაინის პრეიზდენტის ოფიციალური ვებ გვერდზე გავრცელდა ინფრომაცია, რომ უკრაინა მომავალ კვირაში შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს. ანდრეი ერმაკის თქმით, ეს გარანტიები ძალაში იქნება, ვიდრე უკრაინა ნატოს წევრი გახდება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთ ცნობას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ვოლოდიმირ ზელენსკის "მშვიდობის ფორმულის" განხორციელების თაობაზე, სახელმწიფოთა ლიდერების მრჩეველთა შემდეგი შეხვედრა, მალე საუდის არაბეთში გაიმართება.
