ვითარება ბათუმის ნავსადგურთან
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე, ცხრა მოქალაქე დააკავეს. უწყების განცხადებაში წერია, რომ სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ კანონიერ მოთხოვნას. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.
სიუჟეტის ავტორი: დაჯი ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
