პრემიერ-მინისტრი "ჰუავეის" სადემონსტრაციო ცენტრში იმყოფებოდა
პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად პეკინში, „ჰუავეის“ სადემონსტრაციო ცენტრში იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის საგამოფენო დარბაზი დაათვალიერა, რომელშიც წარმოდგენილია უახლესი ციფრული ტექნოლოგიები, როგორიცაა მეხუთე თაობის აპარატურა, ასევე გაეცნო ახალი ტექნოლოგიების რეალურ სამყაროში გამოყენებად აპლიკაციებს.
