შავი ზღვის ჯაზფესტივალი
ბათუმში შავი ზღვის რიგით მე-16 ფესტივალი გრძელდება. რიგით მეორე საფესტივალო დღე ერთ-ერთი გამორჩეული იყო მელომენებისთვის, რადგან სცენა ცნობილ მუსიკოსის მარკუს მილერის კონცერტს დაეთმო. ამერიკელი ჯაზმენი რომლის სახელიც ლეგენდარულ მაილს დევისს უკავშირდება, 15 წლის შემდეგ მსმენელის წინაშე განახლებული ბენდით წარდგა. გრემის მფლობელი მუსიკოსი ბათუმს 2023 წლის ევროპული ტურნეს ფარგლებში ესტუმრა. ბისზე ფესტივალის მსმენელისთვის მისი ცნობილი კომპოზიცია „ბლასთ“ შეასრულა. ენერგიული მუსიკით და მასშტაბური შემადგენლობით შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზფესტივალს ამერიკული ჯგუფი „ბრუკლინ ფანკ ისენშელ“ დახურავს.
