პაატა მანჯგალაძის განცხადება
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტზე ამბობს, „შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა, ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს“. მისი თქმით, აზიაში სირბილის ნაცვლად, პრემიერი სტრატეგიულ ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან უნდა აღრმავებდეს. მანჯგალაძის ამ განცხადებას, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
