ჩინეთისა და საფრანგეთის ეკონომიკური თანამშრომლობა
ჩინეთი და საფრანგეთი მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას განაგრძობენ. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, გუშინ პეკინში ორი ქვეყნის ფინანსურ ეკონომიკური დიალოგის ფარგლებში რიგით მეცხრე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ჩინურ მხარეს სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრემიერი, ფრანგულ მხარეს კი ეკონომიკის, ფინანსების, მრეწველობისა და ციფრული სუვერენიტეტის მინისტრი წარმოადგენდა. მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ჩინეთისა და საფრანგეთის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას ეხმაურება გამოცემა გლობალ თაიმსი. გამოცემა წერს, რომ ჩინეთმა და საფრანგეთმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს ერთობლივი მიდგომა მრავალმხრივი და გლობალური საკითხებისადმი.
