თანამშრომლობა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან
ირაკლი ღარიბაშვილი „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის“ პრეზიდენტს შეხვდა. პეკინში გამართულ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები. ირაკლი ღარიბაშვილმა ძინ ლიქუნს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა თანამშრომლობის ახალი მიმართულებები მიმოიხილეს, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოებისა და მწვანე და განახლებადი ენერგიების სფეროების მიმართულებით.
