შოთა რუსთაველის ბიუსტი პეკინის უნივერსიტეტში
განათლების მინისტრის განცხადებით, საქართველო ჩინეთთან გადადის ურთიერთობის უმაღლეს ეტაპზე, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა და სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ფართოვდება ასევე თანამშრომლობა განათლების და მეცნიერების მიმართულებით. გიორგი ამილახვარის განცხადებებით, საქართველოს და ჩინეთის უნივერსიტეტების დაახლოება, სტუდენტების და პროფესორების გაცვლითი პროგრამების დაფინანსება ქართულ განათლებას და მეცნიერებას კიდევ მეტ შესაძლებლობებს შესძენს.
