პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ჩინეთში, პეკინში გრძელდება
პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ჩინეთში, პეკინში გრძელდება. პეკინის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ირაკლი ღარიბაშვილმა შოთა რუსთაველის ბიუსტი გახსნა. პრემიერმა სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის ხელმძღავნელობას და მთავრობის წარმომადგენლებს. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის უმაღლეს დონეზე გადასვლის შემდეგ, ორი ქვეყანა, კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობას აძლიერებს. რამდენიმე დოკუმენტს დღეს მოაწერენ ხელს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და მეგობრობის ხელშეწყობის იდეის ერთგულება.
