„მუსიკალური საღამოები“ სამეგრელოში
სამეგრელოში, „მუსიკალური საღამოები“ გრძელდება. ღონისძიებებს მარტვილის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი შოუები და სხვადასხვა აქტივობები 19:00 საათიდან დაიწყება, საღამოს კი გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.
