„მუსიკალური საღამოები“ ასპინძაში
„მუსიკალური საღამო“ გაიმართება ასპინძაში. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება. კულტურის და დასვენების პარკში მისულ სტუმრებს დახვდება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, შემეცნებითი და გასართობი სივრცეები. საღამო გალაკონცერტით დასრულდება. მსმენელის წინაშე წარდგებიან ბენდი „რეზო და ბავშვები“ და დუეტი „ლეონი“. „მუსიკალური საღამოები“ ასპინძის პარალელურად ახალციხეშიც იმართება.
