ბიძინა კვერნაძის საღამო ბათუმში
ბათუმში ბიძინა კვერნაძის 95 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. დრამატულ თეატრში ცნობილი კომპოზიტორის ნაწარმოებები შესრულდა. მსმენელის წინაშე წარდგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით. კვერნაძის სიმღერები ნანი ბრეგვაძემ, ეკა მამალაძემ, ნატალია ქუთათელაძემ, სოფო ხალვაშმა და ანსამბლმა „შვიდკაცამ“ შეასრულეს.
