„ემეგობრე პოლიციას“
ანაკლიაში ახალგაზრდულ ბანაკს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ოსაძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი ივანე კაციტაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესტუმრნენ. ახალგაზრდებთან შეხვედრა კამპანია „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში განხორციელდა, სადაც სტუმრებმა 200-მდე ახალგაზრდას ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე.
