„ვაგნერის“ მებრძოლების მარშრუტი
ბელარუსში დისლოცირებული ვაგნერის დაჯგუფების 100-მდე მებრძოლი პოლონეთისა და ლიტვის საზღვართან, სუვალსკის დერეფნის მიმართულებით გადაისროლეს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები, სავარაუდოდ, პოლონეთის ტერიტორიაზე არალეგალი მიგრანტების შედინებას შეუწყობენ ხელს. არ არის გამორიცხული, ისინი პოლონეთის ტერიტორიაზე გადასვლასაც შეეცადონ.
