ოკუპანტების იერიში
რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. ოკუპანტთა სამიზნე ზაპოროჟიეს დასახლებული რაიონები გახდა. სარაკეტო დარტყმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. სარაკეტო იერიში განხორციელდა სუმის ოლქზეც, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა. ხარკოვის, დნიპროსა და ხერსონის მიმართულებით გასროლილი რაკეტების უმეტესობა, კი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა.
