დავით დარჩიაშვილი როინ შავაძის მკვლელობაზე
შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს, მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი. ამის შესახებ დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. დარჩიაშვილის თქმით, სტრასბურგის გადმოსახედიდან მკვლელობაა მთავარი და ყორღანაშვილსაც დაიცავდა. დარჩიაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს იზიარებენ და იწონებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი თანამოაზრეები. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს პოსტი, ნაცმოძრაობის და სისტემის რეალური სახეს ამჟღავნებს. „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამ დრომდე ცდილობენ წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამართლებას. ცნობისთვის თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ათ პირს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომას რვა ბრალდებული ესწრებოდა, ორზე კი ძებნაა გამოცხადებული.
