პაატა მანჯგალაძის განცხადება
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტს გამოეხმაურა და თქვა, რომ: „შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა, ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს“. მისი თქმით, აზიაში სირბილის ნაცვლად, პრემიერი სტრატეგიულ ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან უნდა აღრმავებდეს. მანჯგალაძის ამ განცხადებას, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
