აჭარისა და სიჩუანის შეთანხმება
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციას შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და სიჩუანის გუბერნატორმა, მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა მხარეებს შორის შეხვედრა, სადაც მათ ისაუბრეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სიჩუანის რეგიონს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. ჰუან ციანმა მინისტრს გააცნო სიჩუანის რეგიონი და მისი პოტენციალი. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის დაწყებას და აღნიშნეს, რომ ამიერიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის შესაძლებლობების ახალი ფანჯარა იხსნება, რომელიც ყველა მიმართულებით უნდა აამოქმედონ.
