პრემიერის ისტორიული ვიზიტი ჩინეთში
პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ჩინეთში, პეკინში გრძელდება. პეკინის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ირაკლი ღარიბაშვილმა შოთა რუსთაველის ბიუსტი გახსნა. პრემიერმა სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის ხელმძღავნელობას და მთავრობის წარმომადგენლებს. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის უმაღლეს დონეზე გადასვლის შემდეგ, ორი ქვეყანა, კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობას აძლიერებს. რამდენიმე დოკუმენტს დღეს მოაწერენ ხელს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
