მოსახლეობა და დემოგრაფია
გაერო არაერთ მნიშვნელოვან საკითხს სპეციალურ დღეებსა თუ კვირებს უძღვნის ხოლმე. ასე და ამგვარად ივლისში დემოგრაფიის დღეები აღინიშნება. ეს არის პლანეტის, თითოეული ქვეყნის, თუ რეგიონის ადამიანური ფონდი, რომელსაც ცხადია ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? ამ კითხვაზე სრულყოფილი პასუხი ბოლოს 2014 წელს ჩატარებულმა საყოველთაო აღწერამ გასცა. მომდევნო აღწერა 2024-ში ჩატარდება და უფრო ზუსტად გვეცოდინება, რამდენია საქართველოს მოსახლეობა და რა ფაქტორებმა იქონია გავლენა დემოგრაფიულ მდგომარეობაზე - შობადობა-სიკვდილიანობის დონემ, სიცოცხლის ხანგრძლივობამ თუ მიგრაციამ. საქართველოს დემოგრაფიული ტენდენცია სახელმწიფოს ამ მიმართულებით პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრას კარნახობს | რა პრიორიტეტებს კარნახობს სახელმწიფოს მოსახლეობის რიცხოვნობა - დემოგრაფიული ტენდენცია საქართველოში
სიუჟეტის ავტორი: ნუცა ტრაპაიძე-14-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
