მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია შუალედურ ეტაპზეა. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ მგზავრებისთვის მისი დროებით დაკეტვის აუცილებლობა არ დგას და სამუშაოები პარალელური რეჟიმით გრძელდება. რეაბილიტაციის პროცესი მომდევნო წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს. კომპანია „მამისონმა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ და არ შეასრულა. შესაბამისად, თბილისის მთავრობას მისი „ბადა კონსტრაქშენით“ ჩანაცვლება მოუწია
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
