ყალბი ინფორმაცია
მმართველი გუნდის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ „ფეიკს“ ეხმიანება. „მამუკა მდინარაძეს კომენტარი ლაინერთან დაკავშირებით საერთოდ არ გაუკეთებია, მაგრამ მაინც მთელი სერიოზულობით აზიარებენ ნახევარ საათიან „ფეიკს“ და შფოთავენ“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც მან აღნიშნა, უგემოვნო „ფეიკები“ აჩვენებს ყველაზე კარგად, ვინ არის ორიენტებული საქმეზე და ვინ ცილისწამებასა და ტყუილზე
