ფესტივალი მომავლის ხმები დასრულდა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ფესტივალი მომავლის ხმები დასრულდა. 17-დან 28 ივლისამდე ანაკლიამ 18 სალოტბარო სკოლის 420 მოსწავლეს უმასპინძლა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. ფესტივალში მონაწილეებმა ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში სამი კონცერტი გამართეს. ფესტივალის პროგრამა შემოქმედებით, გასართობ და სპორტულ ღონისძიებებს მოიცავდა
