ბიძინა კვერნაძის საღამო
ბათუმის დრამატულ თეატრში ბიძინა კვერნაძის 95 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ღონისძიება დღეს 20 საათზე დაიწყება. საღამოზე შესრულდება ყველა ის ნაწარმოები, რომელიც მსოფლიოში სახელ განთქმულმა კომპოზიტორმა შექმნა. ვარსკვლავურია იმ შემსრულებლების შემადგენლობაც, რომლებიც კონცერტში მონაწილეობენ. ბიძინა კვერნაძის სიმღერებს ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სოფო ხალვაში, კონსტანტინე ყიფიანი და ანსამბლი შვიდკაცა შეასრულებენ. გენერალური რეპეტიცია უკვე გაიმართა
