ნიდერლანდების სანაპიროებთან სატვირთო ხომალდი იწვის
ნიდერლანდების სანაპიროებთან სატვირთო ხომალდი იწვის. პანამაში დარეგისტრირებულ გემზე 1 300-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, 500-მდე ელექტრო მობილია. ცეცხლი, წინასწარი მონაცემებით, ერთერთი ელექტრო მობილის აკუმულატორს გაუჩნდა. ხანძარმა სავარაუდოდ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. დაშავდა ეკიპაჟის 7 წევრი
