„თურქეთი სიწმინდეების შელახვას ვერ მოითმენს“
„თურქეთი სიწმინდეების შელახვას ვერ მოითმენს“ - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრეთში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ზედამხედველობით წმინდა წიგნების შეურაცხყოფა და ამ ქმედების გამოხატვის თავისუფლებად განსაზღვრა თურქეთისთვის ყოვლად მიუღებელია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შვედეთსა და დანიაში ყურანის ასლები დაწვეს, რაც თურქეთმა, საუდის არაბეთმა და სხვა მუსლიმურმა ქვეყნებმა მკაცრად დაგმეს
