გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან ერთად, 2022 წელს გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდა. მინისტრმა ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპულ მფრინავების, მაშველების და ექიმების ხსოვნას პატივი მიაგო. გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პარაკლისს ასევე, დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავები
