პრემიერის ისტორიული ვიზიტი - შეფასებები
ისტორიული შეხვედრა ჩინეთში და ისტორიული შეთანხმება. საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 31 წელს ითვლის, ბევრია კავშირი, მათ შორის სავაჭრო სფეროში, თუმცა თანამშრომლობის ამ დონეზე აყვანა პირველად გადაწყდა. ასევე პირველად შედგა ბოლო ათწლეულების შემდეგ საქართველოს ლიდერსა და ჩინეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრაც. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ისტორიულ ვიზიტს აფასებენ ექსპერტები და მმართველი გუნდის წევრები. ყველა თანხმდება იმაზე, რომ მაშინ როდესაც ხელახლა იწერება უსაფრთხოებისა და ეკონომკური არქიტექტურა, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
